logo
ENG



NCDC: 26 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 296 შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 9663 ტესტი

26 სექ 202010:25
3 წუთის საკითხავი
 
0zveh0ae42c7453.jpg

საქართველოში კორონავირუსის 296 შემთხვევა გამოვლინდა, 60-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში 9 663 ტესტი ჩატარდა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4 960 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, 1 819 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 390 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 პაციენტი იმყოფება.


close დახურვა